Tuesday, February 4, 2014

’’პ რ ო ე კ ტ ზე მ უ შ აო ბი ს გ ე გ მ ა’’

ა) შეისწავლეთ გვარის ფუძე-სიტყვის წარმოება;

ბ) გამოიკვლიეთ,რომელი საუკუნიდან ჩნდება თქვენი გვარი;

გ) ხომ არ არსებობს ამ გვარის სხვადასხვა შტო;

დ) საქართველოს რომელი კუთხიდან იწყება ამ გვარის ისტორია;

ე) კიდევ რომელ კუთხეებში ცხოვრობენ ამ გვარის წარმომადგენლები.გამოიკვლიეთ
ამ გვარის სხვადასხვა კუტხეებში გაბნევის მიზეზები;

ვ) ძველ დროში რომელ სოციალურ ფენას განეკუთვნებოდა ეს გვარი;

ზ) რაიმე საგვარეულო სიმბოლო ხომ არ ჰქონდა ამ გვარს,ან ხომ არ აქვს ამჟამადაც;

თ) ჩაიწერეთ ყველა მოძიებული ინფორმაციის პირველი წყარო, საიდან მოიძიეთ;

ი) სოციალურ ქსელში მოძებნეთ თქვენი გვარის ადამიანები,გაეცანით მათ, გააცანით თქვენი ჩანაფიქრი და სთხოვეთ დახმარების გაწევა შესაძლებლობების ფარგლებში;

კ) ჩაინიშნეთ რა იფორმაცია მოიკვლიეთ მათი დახმარებით;

ლ) იმოგზაურეთ საქართველოს იმ კუთხეებში, სადაც თქვენი გვარის ხალხიცხოვრობს.
მათი დახმარებით მოიძიეთ  საინტერესო ისტორიები,როგორც რეალური,ასევე ხალხური
გადმოცემები-თქმულებები, ლეგენდები, ლექსები და ა.შ.

მ) მოიძიეთ ფოტო მასალა ,როგორც თქვენ მიერ გადაღებული,ასევე საოჯახო არქივებიდან.გადაიღეთვიდეოები და ასევე მოიძიეთ სხვა ვიდეო მასალაც;

ნ) შეისწავლეთ თქვენი გვარის ადათ-წესები,ტრადიციები,რელიგიური რიტუალები,წარმართული წარმოდგენები და ა.შ.

ო) შეისწავლეთ თქვენი გვარის ხუროთმოძღვრული კულტურა-ციხე-კოშკები, ეკლესიამონასტრები,მუზეომები და ა.შ.

პ) შეისწავლეთ თქვენი მშობლიური კუთხის ტოპონიმიკა(გეოგრაფიული მდებარეობა და გეოგრაფიული სახელწოდებების წარმოშობის ისტორიები);

ჟ) თქვენ მიერ მომზადებული  მასალა ეტაპობრივად ატვირთეთ ბლოგზე;

რ) ასევე დაწერეთ ხოლმე რეფლექსიები ატვირთულ მასალასთან ერთად , თუ როგორ მუმუშაობდით ამ მასალის მოძჳებისას და როგორ ართმევდით თავს სამუშაოს.