Monday, March 31, 2014



მე ჩემი გვარის ისტორის გაგების მიზნით ვეცადე რომ რაიმე ინორმაცია
ინტერნეტის საშვალებით მომეძიებია მაგრამ ისეთი ვერაფერი ვერ ვნახე
ამის მერე მე ეგრედწოდებულ odnoklassnik-ში დავიმეგობრე რამოდენიმე
ჩემი გვარის წარმომადგენელი იმ მიზნით, რომ მე მათგან რამეს გავიგებდი
ჩემი გვარის შესახებ, მაგრამ ისევ ჩემ და სავალალოდ ვერაფერი ვერ გავიგე.


                                                                 






Tuesday, February 4, 2014

’’პ რ ო ე კ ტ ზე მ უ შ აო ბი ს გ ე გ მ ა’’

ა) შეისწავლეთ გვარის ფუძე-სიტყვის წარმოება;

ბ) გამოიკვლიეთ,რომელი საუკუნიდან ჩნდება თქვენი გვარი;

გ) ხომ არ არსებობს ამ გვარის სხვადასხვა შტო;

დ) საქართველოს რომელი კუთხიდან იწყება ამ გვარის ისტორია;

ე) კიდევ რომელ კუთხეებში ცხოვრობენ ამ გვარის წარმომადგენლები.გამოიკვლიეთ
ამ გვარის სხვადასხვა კუტხეებში გაბნევის მიზეზები;

ვ) ძველ დროში რომელ სოციალურ ფენას განეკუთვნებოდა ეს გვარი;

ზ) რაიმე საგვარეულო სიმბოლო ხომ არ ჰქონდა ამ გვარს,ან ხომ არ აქვს ამჟამადაც;

თ) ჩაიწერეთ ყველა მოძიებული ინფორმაციის პირველი წყარო, საიდან მოიძიეთ;

ი) სოციალურ ქსელში მოძებნეთ თქვენი გვარის ადამიანები,გაეცანით მათ, გააცანით თქვენი ჩანაფიქრი და სთხოვეთ დახმარების გაწევა შესაძლებლობების ფარგლებში;

კ) ჩაინიშნეთ რა იფორმაცია მოიკვლიეთ მათი დახმარებით;

ლ) იმოგზაურეთ საქართველოს იმ კუთხეებში, სადაც თქვენი გვარის ხალხიცხოვრობს.
მათი დახმარებით მოიძიეთ  საინტერესო ისტორიები,როგორც რეალური,ასევე ხალხური
გადმოცემები-თქმულებები, ლეგენდები, ლექსები და ა.შ.

მ) მოიძიეთ ფოტო მასალა ,როგორც თქვენ მიერ გადაღებული,ასევე საოჯახო არქივებიდან.გადაიღეთვიდეოები და ასევე მოიძიეთ სხვა ვიდეო მასალაც;

ნ) შეისწავლეთ თქვენი გვარის ადათ-წესები,ტრადიციები,რელიგიური რიტუალები,წარმართული წარმოდგენები და ა.შ.

ო) შეისწავლეთ თქვენი გვარის ხუროთმოძღვრული კულტურა-ციხე-კოშკები, ეკლესიამონასტრები,მუზეომები და ა.შ.

პ) შეისწავლეთ თქვენი მშობლიური კუთხის ტოპონიმიკა(გეოგრაფიული მდებარეობა და გეოგრაფიული სახელწოდებების წარმოშობის ისტორიები);

ჟ) თქვენ მიერ მომზადებული  მასალა ეტაპობრივად ატვირთეთ ბლოგზე;

რ) ასევე დაწერეთ ხოლმე რეფლექსიები ატვირთულ მასალასთან ერთად , თუ როგორ მუმუშაობდით ამ მასალის მოძჳებისას და როგორ ართმევდით თავს სამუშაოს.


Wednesday, January 29, 2014

აი მოვიდა 29 იანვარი და  როგორც იქნა ვისწავლე ბლოგერში მუშაობა.
ხან რას ვაკეთებდი და ხან რას რომ გამეგო რამე ბლოგერის შესახებ,
ერთ დროს თითქოს და დავნებდი, ვთქვი ”ეჰ” რაც არის არის ვერ
ვმუშაობ ამ ბლოგერში და რა ვქნა მეთქი, მაგრამ მეგობარი რა მეგობარია
თუ არ ამოგიდგა მხარში. კობა კაპანაძის და ალეკო მძელურის დახმარებით გავერკვიე
საქმის ვითარებაში, ამის მერე თავს შევძახე ”აბა ლუკა შენ იცი ჯერ კიდევ ბევრი გაქვს გასაკეთებელი”და დავიწყე ჩემი გვარის გამოკვლევა.


                                                                   

Tuesday, January 28, 2014

           თბილისის ერთ ერთ საპატიო მოქალაქე ვახტანგ ხუციძე

                   ვახტან ხუციძე აღიარეს ექიმის დარგში 2003 წელს თბილისის ერთ ერთ საპატიო მოქალაქეთ.



ეს ინფორმაცია მოძიებულია ვიკიპედიაში

ხუცისა (ხატი)

ხილანდარის მონასტრის ტაძარში ეს ხატი მარცხენა კლიროსის სვეტთანაა მოთავსებული. ოდესღაც, ერეტიკოსმა მღვდელმა თავი მართლმადიდებლად წარმოიდგინა და უკეთური ზრახვებით მივიდა ხილანდარის მონასტერში, მაგრამ იგი დაისაჯა: ლიტანიის დროს, როდესაც მას ეს ხატი ეპყრა ხელთ, უცაბედად დაიხრჩო. ამის შემდეგ ლიტანია ყოველთვის ამ ხატით აღესრულება და მას აუცილებლად ღვთისმსახური მიაბრძანებს, სწორედ ამიტომ სერბები სასწაულმოქმედ ხატს ”ხუცისას” უწოდებენ.

Thursday, December 19, 2013

ასეთ ბუნებაში იზრდებოდნენ ჩვენი წინაპრები

რატომ არის საჭირო რომ ვიცოდეთ ჩვენ ჩვენი გვარები

ჩვენ ჩვენი გვარების ისტორია ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ იმიტომ რომ ეს ძალიან საჭიროა , ჩვენ ჩვენი გვარის ისტორიის ცოდნით ვიგებთ თუ საიდან მოვდივართ, ვისი შთამომავლები ვართ და რა შეიცვალა ჩვენ გვარში ამ დროის მანძლიზე